|
2010 ნომერი 22 რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა რაობისათვის შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვეჩინა რუსეთის ანტიქართული დამპყრობლური პოლიტიკის რაობის ჩვენეული ხედვა, პოლიტიკისა, რომელიც სათავეს იღებს 1783 წლიდან, როდესაც ხელი მოეწერა საქართველოს ისტორიის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე ავბედით და საბედისწერო ხელშეკრულებას - ე.წ. "გეორგიევსკის ტრაქტატს" და მოდის დღემდე. |
|
2010 ნომერი 22 ნაციონალური სიმბოლოების როლი XX საუკუნის 10-იანი წლების ქართულ ერთობაში შეტანის თარიღი: 2011-04-11 ავტორ(ებ)ი: ნატო სონღულაშვილი |
XX საუკუნის 10-იანი წლები ერთ-ერთი რთული მონაკვეთია საქართველოს ისტორიაში. ეს არის პერიოდი, როდესაც ქართული ერთობის კონსოლიდაციის პროცესი განვითარების ახალ სტადიაზე გადადის. ქართული ერთობის ჰომოგენიზაციის ანუ გაერთგვაროვნების პროცესში ისტორიული წარსულის, ტრადიციების, წესჩვეულებების პროპაგანდასთან ერთად აქტუალური ხდება ე.წ. ნაციონალური სიმბოლოები, ნაციონალური იდეალები, რომელთა აქტუალიზაცია განსაკუთრებული ინტენსივობით იწყება XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში. |
|
2010 ნომერი 22 ქართველებით დასახლებული სოფლის - ჰაირიეს ისტორიის საკითხისთვის შეტანის თარიღი: 2011-11-11 ავტორ(ებ)ი: ნინო ოქროსცვარიძე |
აღნიშნული სოფლის დაარსების შესახებ, არსებობს ისტორიები, რომლებსაც ჰაირიეს მაცხოვრებლები ჰყვებიან. ეს ისტორიები უკვე საუკუნეზე მეტია გადაეცემა თაობიდან თაობას. მონათხრობები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ძირითადად ერთმანეთს ეთანხმება. |
|
2010 ნომერი 22 სარწმუნოებრივი პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი ლევ ტროცკის თხზულებებში შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: მიხეილ ქართველიშვილი |
თანამედროვე ეტაპზე უდიდესი შემეცნებითი და პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ისტორიის მეცნიერიულ შესწავლას, რადგან სრულიად აშკარაა, რომ მის ობიექტურ გააზრებაზე დიდწილადაა დამოკიდებული თანამედროვე ვითარების მართებული ანალიზი და სახელმწიფოებრივი განვითარების სამომავლო პერსპეტივების მეტ-ნაკლები სიზუსტით დასახვა. |