|
2010 ნომერი 22 შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი |
XX საუკუნის 50-ანი წლების ბოლოს და 60-ანი წლების დასაწყისში სოფელი ჯიმითი მაშინდელი რუსეთის მეფისნაცვლისა საქართველოში და მისი მთავრობის ყურადღების ცენტრში მოექცა. თერთმეტმა ჯიმითელმა, ადგილ ველიასახოში მოულოდნელად ამოხოცა კახეთის რამდენიმე თავადი. მეფისნაცვლის ბრძანებით, ყველა ციმბირში გადაასახლეს. მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნებულა უკან. რას უნდა გამოეწვია ასეთი სიმკაცრე სოფლის მოსახლეობაში მაშინ, როცა საუკუნეების განმავლობაში სოფელს არც თავადი ჰყოლია და არც სახელმწიფო ბეგარა-გადასახადს იხდიდა. მოკლედ შევეხოთ ჯიმითის ისტორიულ წარსულს. |
|
2010 ნომერი 22 ქართველთა მოღვაწეობიდან XI საუკუნის ბიზანტიის იმპერიაში შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
საქართველოს, როგორც საქრისტიანოს უკიდურეს აღმოსავლეთ ფორპოსტს თავისთავად ჩამოუყალიბდა მჭიდრო სულიერი და პოლიტიკური კავშირი თავის ერთმორწმუნე მეზობელთან და ერთგვარ ბუნებრივ მოკავშირესთან - ბიზანტიის იმპერიასთან, რომელიც თავის მხრივ, საუკუნეთა მანძილზე აღმოსავლური ქრისტიანობის მთავარ ბურჯსა და ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა იმდროინდელ მსოფლიოში. |
|
2010 ნომერი 22 აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინეთსა და მთაში ქრისტიანობის გავრცელების თავისებურებანი შეტანის თარიღი: 2011-04-11 ავტორ(ებ)ი: რამინ რამიშვილი |
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომელთა წინაშე წამოჭრილ საკვლევ პრობლემათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია არაგვის აუზის მთისწინეთის და მთის მოსახლეობაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელების საკითხი და იმ თავისებურებათა გარკვევა, რაც ამ პროცესს ახლდა თან. ამ საკმაოდ რთული ამოცანის შესრულებაში ადრევე ცნობილ სხვადასხვა ხასიათის წყაროებთან ერთად (მაგალითად, წერილობითი ძეგლები, ეთნოგრაფიულ ყოფაში შემონახული ინფორმაცია, მთისწინეთსა და მთაში გამოვლენილი ხატ-სალოცავების შესწავლით მიღებული შედეგები და სხვა). |
|
2010 ნომერი 22 საკულტო ტექსტების პოეტიკური ანალიზი შეტანის თარიღი: 2011-11-11 ავტორ(ებ)ი: ხვთისო მამისიმედიშვილი |
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ტექსტების, ისევე როგორც ყველა ზეპირი ძეგლის, გამომსახველობითი მხარე ხალხური პოეტიკის წესებს ემყარება. თუმცა მხატვრული ფორმით საკულტო ტექსტები არსებითად განსხვავდება ზეპირსიტყვიერების სხვა ჟანრებისგან. საკულტო ტექსტების საკრალური ხასიათი, სინკრეტული ბუნება, წარმოთქმის ფორმა, ტროპული მეტყველება, შესრულების რიტუალური წესი და ლექსიკა განაპირობებს მის მხატვრულ თავისებურებას. |