ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2011 ნომერი 23

ბათუმის ოლქი უმძიმეს 1920-1921 წლებში

შეტანის თარიღი: 2011-12-25

ავტორ(ებ)ი: ოთარ გოგოლიშვილი

1920 წლის 30 აპრილს საქართველოს ბოლშევიკების იატაკქვეშეთის ცენტრი მოსკოვს ატყობინებდა: "ბათუმიდან ინგლისელები მიდიან და ქალაქს გადასცემენ მენშევიკებს, მაგრამ ბათუმის პროლეტარიატი მენშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არ დაუშვებს. ამისათვის მას საკმარისი საშუალება გააჩნია. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. მაგრამ თუ თავის დროზე ჩვენი ნაწილები (ლაპარაკია რუსეთის წითელი არმიის ნაწილებზე) არ დაიკავებენ სოხუმსა და ფოთს, ბათუმში საბჭოთა ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომ სასწრაფოდ აცნობეს ამის შესახებ შავიზღვისპირეთის წითელი ჯგუფის სარდლობას".



2011 ნომერი 23

სამართლებრივი კულტურის ზოგიერთი ასპექტი

შეტანის თარიღი: 2011-12-25

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე

სამართლებრივი კულტურა საზოგადოებრივი ცხოვრების რთული ფენომენია და მოიცავს სოციალურ სისტემასთან დაკავშირებული ორიენტაციების, განწყობების, მიზანდასახულობების ელემენტებს. იგი გამოხატავს სამართლის და კულტურის ორგანულ ერთიანობას; მისი შესწავლის აუცილებლობა საზოგადოების სოციალ-სამართლებრივი განვითარების მოთხოვნილებიდან მომდინარეობს.



2011 ნომერი 23

სპორტში სამაუწყებლო უფლებების რეგულირების სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები

შეტანის თარიღი: 2011-12-25

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე

არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სპორტის სფეროში შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ის თანხები, რაც შემოდის ბიუჯეტში სპორტული ღონისძიებების სამაუწყებლო ორგანოებით დემონსტრირების შედეგად.



2011 ნომერი 23

ქართლის მოქცევის თარიღის გამომკვეთი

შეტანის თარიღი: 2011-12-25

ავტორ(ებ)ი: საბა სალუაშვილი

ქრისტიანულ სამყაროში საქართველო ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. შესაბამის წყაროთა შედარებითი მრავალფეროვნების მიუხედავად, სამწუხაროდ, იმის თაობაზე, თუ როდის მოხდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ქართულ ისტორიოგრაფიაში მკვეთრად გამოყოფილი და შეჯერებული აზრი არ არსებობს. წინამდებარე გამოკვლევაში, ამ საკითხთან მიმართებაში ქართულ, ბერძნულ და სომხურ წყაროებში არსებულ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით გვინდა ავაგოთ ჩვენი მსჯელობა.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade