ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2012 ნომერი 24

ქვემო ქართლის ბარის ლანდშაფტების ანთროპოგენური მოდიფიკაციისა და გაუდაბნოების პროცესების განვითარების შესახებ

შეტანის თარიღი: 2012-12-12

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე, ნინო ჩიხრაძე

კაცობრიობისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს გაუდაბნოების პროცესი, რაც თვალნათლივ შეინიშნება დედამიწის სემიარიდულ და ნაწილობრივ სუბჰუმიდურ რეგიონებში. ამ რეგიონებში გაუდაბნოების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს ტყის, ტყე-სტეპის, სტეპის და სავანის ბუნებრივი ბიოცენოზების ნახევარუდაბნოს და უდაბნოს ბიოცენოზებით ჩანაცვლებით საერთო ფონზე.



2012 ნომერი 24

პოლიტიკა და რელიგია

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მარიკა მშვილდაძე

ნაშრომში შესწავლილია აფსაროსსა და პიტიუნტში აღმოჩენილ გლიპტიკის ნიმუშებზე დაფიქსირებული ქალღვთაებები. აფსაროსისა და პიტიუნტის სტატუსიდან გამომდინარე, მათი მფლობელები არ არის გამორიცხული ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. ქალღვთაება (ტიხე-ფორტუნა) აფსაროსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მხოლოდ ერთ ინტალიოზეა წარმოდგენილი. პიტიუნტში კი დაფიქსირებულია ოთხი ჭრილაქვა: დემეტრას, აფროდიტეს, სამი გრაციასა და ფსიქეასა და ამურის გამოსახულებით. გლიპტიკური ძეგლების ქრონოლოგიური ჩარჩოები ახ.წ. II-IV სს. განისაზღვრა. მასალის შესწავლა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ აღნიშნული ქალაქების მოსახლეობაში გავრცელებული იყო ანტიკური ქალღვთაებები, მაგრამ მოპოვებული მასალა საკმარისად არ მოგვაჩნია ადგილობრივ მოსახლეობაში (განსაკუთრებით აფსაროსში) მათი პოპულრობის მტკიცებისათვის.



2012 ნომერი 24

რიტმი და საცეკვაო პლასტიკა ფიროსმანის შემოქმედებაში

შეტანის თარიღი: 2012-12-13

ავტორ(ებ)ი: ლარისა ჩხეიძე

ნიკო ფიროსმანი ფენომენალური მოვლენაა ქართულ და მსოფლიო ფერწერაში. იგი პლასტიკური ნახაზებითა და რიტმულად დადებული მონასმებით ემოციურ განწყობასა და რიტმს ქმნის. მის სურათებში ნათლად მჟღავნდება საინტერესო მოვლენები: ფერადოვანი, მუსიკალური და საცეკვაო რიტმი და პლასტიკა; მუსიკოსებისა და მუსიკალური საკრავების ჩვენება; ასევე ცეკვებისა და მოცეკვავეების წარმოსახვა... პერსონაჟების მოძრაობა პლასტიკურია, ცეკვადია, და ფერხულს მოგვაგონებს. ინტერესს იწვევს სურათებში ასახული ცეკვებიც: კინტოური, ქართული, ქალის და კაცის სოლო ლეკური, ბაღდადური და ა.შ.



2012 ნომერი 24

ასურელ მამათა სახე ბრეთის კედლის მხატვრობაში

შეტანის თარიღი: 2012-12-12

ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე

მამა პიროსის ეკლესიის ვიზუალური სახე XX ს ბოლოს სავალალოდ იკითხებოდა. ჩამოქცეული იყო სახურავი, აფსიდის თაღი, დაზიანებული და დარღვეული კედლების პერანგი, აღარ არსებობდა იატაკი, ეკლესიის ინტერიერი მიწითა და ქვით იყო სავსე. ბნელ და ჩახერგილ საყდარში შესვლაც კი შეუძლებელი იყო. ბევრს ვერც წარმოედგინა რომ წმიდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთით მიდგმული ეს "ბნელი სათავსი" დიდი პიროს ბრეთელის მესიანური ღვაწლის მადასტურებელი უძველესი ეკლესია იყო.
1997 წელს ურბნის-რუისის ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ბრეთის ცენტრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (გელაშვილი) დაინიშნა. სწორედ არქიმანდრიტ ზაბულონის სარწმუნოებრივი მოღვაწეობის ნაწილია ბრეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში ჩატარებული სერიოზული აღდგენითი სამუშაოები: გაიწმინდა და მოპირკეთდა ტაძრის ეზო, გარს შემოერტყა საშუალო სიმაღლის ქვის გალავანი, სამხრეთით ჩაიდგა კოხტა, კრამიტის სახურავიანი ჭიშკარი, მიწის, ძეძვისა და ქვა-ღორღისაგან გაიწმინდა ტაძრის ექსტერიერის ქვედა ნაწილი (გარე კედლებს 1 მ სიმაღლეზე მიწა ფარავდა), ინტერიერი ფრესკებით დაიფარა.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade