ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2014 ნომერი 25

საქორწინო-საოჯახო ურთიერთობები ყაბარდოულ საზოგადოებაში: ისტორია და თანამედროვეობა

შეტანის თარიღი: 2014-02-27

ავტორ(ებ)ი: ლარისა დოროგოვა

ნაშრომში განხილულია ქორწინებასთან და ოჯახთან დაკავშირებული ადათ-წესები ყაბარდოულ საზოგადოებაში როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე ჭრილში.



2014 ნომერი 25

ქართული ვაშლის ჯიში "ხაზარულა"

შეტანის თარიღი: 2014-02-27

ავტორ(ებ)ი: ნინო თაბაგარი

წარმოდგენილ ნაშრომში, რომელიც შეეხება სავაჭრო ურთიერთობების ისტორიას კავკასიაში, მიზნად დავისახე რეგიონზე ადრეულ შუა საუკუნეებში გამავალი დიდ სავაჭრო-სატრანზიტო გზების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და ამ ურთიერთობებათა კონტექსტში ადრეფეოდალური საქართველოს ეკონომიკის ერთი მიმართულების, კერძოდ კი მეხილეობის, ადგილის განსაზღვრა.
სათაურში მოყვანილ ვაშლის ჯიშ "ხაზარულა"-ს ეთნონიმური დატვირთვა აქვს და სახელ "ხაზარულას" წარმოშობის კვლევას მივყავართ მთისა და ბარის სავაჭრო-სამეურნეო ურთიერთობების ანალიზამდე.



2014 ნომერი 25

საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი თანამედროვე თურქულ ისტორიოგრაფიაში

შეტანის თარიღი: 2014-02-23

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ბოლო პერიოდში შეინიშნება თურქი ისტორიკოსების და, საერთოდ, თურქული საზოგადოების გარკვეული ნაწილის დიდი დაინტერესება ქართული პრობლემატიკით, რაც მისასალმებელია და ახალ პერსპექტივას უქმნის ორი მეზობელი ხალხის მიერ ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი ჯანსაღი ინტერესის დაკმაყოფილებას, მაგრამ თა­ნამედროვე პირობებში ეს ერთმანეთის თითქმის ხელახლა გაცნობისა და ურთიერთდაახლოების პროცესი უნდა ემყარებოდეს განვლილი ისტორიული მოვლენების ღრმად გააზრებულ და შინაარსობრივად მართებულ ხედვებს, რათა ეს ურთიერთობები თავი­დანვე აიგოს ისეთ საძირკველზე, სადაც სიყალბე და რაღაცის გამო მწვავე ისტორიული მოვლენების სასურველად წარმოჩენის მცდელობები გამორიცხული იქნება.



2014 ნომერი 25

რატომ აღმოჩნდა ქართველი ინტელიგენცია ვარდების რევოლუციის მოწინააღმდეგეთა რიგებში

შეტანის თარიღი: 2014-02-22

ავტორ(ებ)ი: დოდონა კიზირია

ამ კითხვაზე მოკლედ შეიძლება ვუპასუხოთ ამგვარად - ქართული ინტელიგენცია აღარ არსებობს ისევე, როგორც მისი წინამორბედი რუსი ინტელიგენცია. ამ აზრს უფრო და უფრო ხშირად იმეორებენ ჯერჯერობით რუსეთში, და ნაწილობრივ საქართველოშიც. ეს არც გასაკვირია, რადგან ქართული ინტელიგენციის წარმოშობა და განვითარება მიყვებოდა უმთავრესად რუსი ინტელიგენციის ისტორიულ გზას. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს აღარ არსებობს მოსახლეობის განათლებული ფენა მეცნიერების, ტექნიკისა და შემოქმედებით სფეროში, მაგრამ ეს უკვე სრულიად სხვა ფენომენია, რომელსაც ტრადიციულად ინტელიგენციას ვუწოდებთ.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade