?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2015 ნომერი 26

კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარების ქრონოლოგია-პერიოდიზაცია

შეტანის თარიღი: 2015-10-14

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარების ქრონოლოგია-პერიოდიზაციის საკითხებს არაერთი მკვლევარი შეეხო, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მიუხედვად ამისა მაინც ცალკე გამოვყოფდით ზოგიერთი მეცნიერის დიდ ღვაწლს აღნიშნულ საკითხებზე. ბ. კუფტინმა ამ მიმართულებით პირველმა გაკვალა გზა.



2015 ნომერი 26

ჯემდეთ-ნაზრის პერიოდის გლიპტიკა

შეტანის თარიღი: 2015-11-02

ავტორ(ებ)ი: შორენა დავითაშვილი

ძველი აღმოსავლეთის კულტურის კვლევისთვის გლიპტიკის შესწავლას საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია. უმთავრესად საგულისხმო კი, ცილინდრული საბეჭდავებია. მათი წარმოება-გამოყენების დროის არეალი შემოიფარგლება ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო მესამედიდან აქამენიდურ პერიოდამდე. ხელოვნების სხვა ნიმუშებთან შედარებით საბეჭდავები უხვადაა წარმოდგენილი. ეს, რა თქმა უნდა, მათი ინტენსიური გამოყენებით უნდა აიხსნას. გლიპტიკის კვლევა არა მარტო ძველი აღმოსავლეთის ხელოვნების ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაა საინტერესო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური სურათის სრული რეპროდუქციისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე არქეოლოგები ჯემდეთ-ნაზრის პერიოდის გლიპტიკის კვლევას ანიჭებენ.



2015 ნომერი 26

მამაკაცის ნაციონალური კოსტიუმი

შეტანის თარიღი: 2015-11-02

ავტორ(ებ)ი: გულნარა კვანტიძე

ცნობები ქართველების მიერ გვიან შუასაუკუნეებში მოხმარებული ტანისამოსის შესახებ, დაცულია ამავე პერიოდის წერილობით წყაროებში - ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", იოანე ბატონიშვილის "კალმასობა", იესე ბარათაშვილის "ცხოვრება-ანდერძი", დავით ფანასკერტელ-ციციშვილის "ქცევანი და ჩვევანი საქართველოსანი" და სხვ. ეს ოთხი წყარო დანარჩენისაგან იმითაა გამორჩეული, რომ მათში ჩამოთვლილია და მეტ-ნაკლები სისრულითაა დახასიათებული ქართული ჩაცმულობის შემადგენელი ელემენტები, რომელსაც ქართველი დიდებულები (გლეხები ნაკლებად) ატარებდნენ გვიან შუასაუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში.



2015 ნომერი 26

ქართულენოვანი ეკლესიის წინასწარმეტყველი

შეტანის თარიღი: 2015-11-02

ავტორ(ებ)ი: ბიძინა ჩოლოყაშვილი

ქართველი ერის წარსულისა და მომავლის ამსახველ ძეგლთა შორის შემონახულია სიბრძნით შენიღბული გამაფრთხილებელი ინფორმაცია, რომელიც დაფარულად მოგვითხრობს, თუ რა უნდა მოხდეს მომავალ დროში ქართულენოვანი ეკლესიის წიაღში.



1 | 2 | դ | գ
Powered by BootstrapMade