|
2016 ნომერი 28 თრიალეთის კულტურის რამდენიმე არტეფაქტის წარმომავლობის საკითხისთვის შეტანის თარიღი: 2016-10-20 ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი |
თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის კულტურის საგარეო კავშირების საკითხის კვლევას დიდი ისტორია აქვს და მისი წამოწყება ამ კულტურის აღმომჩენის აკად. ბ. კუფტინის სახელს უკავშირდება. თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის გორასამარხების შესახებ გამოქვეყნებულ პირველივე ნაშრომებში მითითებულ იქნა სამხრეთკავკასიური ხელოვნების ნიმუშების წინააზიური პარალელების შესახებ. დღეისათვის ამ თემაზე მრავალი გამოკვლევა არსებობს როგორც ადგილობრივი, კავკასიელი ისე უცხოელი მეცნიერების მიერ. თუმცა საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს. სტატიის მიზანს წარმოადგენს ყურადღება იქნეს გამახვილებული თრიალეთის კულტურის რამდენიმე არტეფაქტის წარმომავლობის შესახებ, რომლებიც აშკარად ასახავს თრიალეთის კულტურის ხანაში ძველაღმოსავლურ სამყაროსთან არსებულ ურთიერთობებს. |
|
2016 ნომერი 28 სიონის კულტურა და რამდენიმე სადისკუსიო საკითხი შეტანის თარიღი: 2016-10-20 ავტორ(ებ)ი: შორენა დავითაშვილი |
V-IV ათასწლეულების მიჯნაზე კავკასიაში თავს იჩენს არქეოლოგიური კულტურა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში თამაზ კიღურაძის კვლევის საფუძველზე სიონის კულტურის სახელწოდებითაა დამკვიდრებული. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ეს არა ლოკალური, არამედ დაფარვის ფართე არეალის მქონე კულტურაა, რომელიც ანატოლიასა და ირანშიც იჩენს თავს, საერთაშორისო ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. |