|
2018 ნომერი 31 არქეოლოგიური დაზვერვები მარნეულის ველზე შეტანის თარიღი: 2018-09-24 ავტორ(ებ)ი: ლევან ლოსაბერიძე |
2017 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო პროექტების ფარგლებში მოპოვებული გრანტით დაიგეგმა მარნეულის ველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის შესწავლა, რომელიც გულისხმობდა მოცემული ტერიტორიის კვლევას არქეოლოგიური დაზვერვების საფუძველზე. |
|
2018 ნომერი 31 მეხუთე არქეოლოგიური ყრილობა თბილისში შეტანის თარიღი: 2018-09-24 ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
1881 წელს თბილისში ჩატარდა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების მეხუთე საერთაშორისო არქეოლოგიური ყრილობა. რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში არქეოლოგიურ ყრილობებს 1869 წლიდან მოყოლებული 2-3 წელიწადში ერთხელ იწვევდნენ, სადაც ამა თუ იმ რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიისა და მისი მომიჯნავე მეცნიერებების აქტუალური საკითხები იხილებოდა. |
|
2018 ნომერი 31 კოლხეთის ბრინჯაოს პირველადი და მეორადი მეტალურგიული წარმოების კერების შესწავლის ისტორიისათვის შეტანის თარიღი: 2018-09-24 ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
კოლხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა კატეგორიის ძეგლებიდან მომდინარე სპილენძ-ბრინჯაოს ნივთების დახასიათებას, მათი ქიმიური ანალიზის შედეგებს, ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველადი და მეორადი კერების შესწავლის საკითხებს მიეძღვნა არაერთი ნაშრომი, რომელთა მიმოხილვა დავისახეთ მიზნად წინამდებარე ნაშრომში. |
|
2018 ნომერი 31 ადრე და გვიანი ბრინჯაოს ხანის ლითონის არტეფაქტების ერთი ნაწილი კოლხეთიდან შეტანის თარიღი: 2018-09-24 ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, შალვა ბუაძე |
წინმდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდებში დაცულ ადრე და გვიან-ბრინჯაოს ხანის შემთხვევით გამოვლენილ ლითონის იარაღების ერთ ნაწილზე. ასევე მათთან მიმართებაში ზოგადადაა განხილული კოლხეთის ლითონდამუშავებისა და ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების ზოგიერთი საინტერესო საკითხი. |