ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2022 ნომერი 36

1934-1940 წლებში ბორის კუფტინის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდებში ჩატარებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა

შეტანის თარიღი: 2022-09-22

ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი

1934-1940 წლებში ბორის კუფტინმა საქართველოს ტერიტორიაზე არა ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი გათხარა და შეისწავლა, სისტემაში მოიყვანა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ფონდები და გამოიკვლია ცალკეულ აღმოჩენათა ადგილები. 1934 წელს იგი აქტიურად ჩაერთო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში არქეოლოგიური გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებში.



2022 ნომერი 36

"ორნამენტირებული" ორპირი ცული ნაზარლების სამლოცველოდან

შეტანის თარიღი: 2022-09-22

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი, ნანა ბახსოლიანი

სამეცნიერო საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ მოყოლებული 2017 წლიდან, მთა "ნაზარლებზე" (შირაქის ზეგანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის, ქრისტემდე XII-X ს. ნაქალაქარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია შეისწავლის.
2018 წლის 11 სექტემბერს აქ, ნაზარლების ნაქალაქარზე აღმოჩენილ სამლოცველოში გამოვლინდა ბრინჯაოს ნივთებისგან შედგენილი განძი. ამჯერად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამ განძში დადასტურებულ ცენტალურამიერკავკასიური ტიპის ბრინჯაოს ორპირა ცულზე.



2022 ნომერი 36

კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველად, მეორად კერებსა და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო გზები

შეტანის თარიღი: 2022-09-22

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, ზვიად კვიციანი

კოლხეთის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურებთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი საკითხთა სპექტრი, რომლებიც ნაკლებადაა შესწავლილი ან იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამეცნიერო ლიტერატურაში თითქმის არ გაშუქებულა. ეს მეტადრე ეხება ბრინჯაოს მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემურ საკითხებს: კერძოდ, დასაზუსტებელია თუ როგორ ქრონოლოგიურ თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველადი (სამთამადნო წარმოების ძეგლები) და მეორადი კერების (ბრინჯაოს საწარმოო სახელოსნოები) ექსპლოატაციის დასაწყისი.



2022 ნომერი 36

კოლხეთის დაბლობზე შუაბრინჯაოს მიწურულში კერამიკულ წარმოებაში მომხდარი ცვლილებები

შეტანის თარიღი: 2022-09-22

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე შუაბრინჯაოს მიწურულსა და გვიანბრინჯაოს საწყის ეტაპზე კერამიკულ წარმოებაში ხვდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ხმარებიდან გამოდის შუაბრინჯაოს ეპოქისათვის დამახასიათებელი ძირითადი განმსაზღვრელი თიხის ნაწარმი და მეთუნეობაში ინერგება ახალი ფორმები და განსხვავებული ორნამენტული სახეები.



ա | բ | 1 | 2 | 3 | դ | գ
Powered by BootstrapMade