ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2026 ნომერი 42

შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს უკონტექსტო არტეფაქტები ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან

შეტანის თარიღი: 2026-10-10

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, ბიძინა მურვანიძე

სტატია ეხება ბრინჯაოს ნივთებისაგან შემდგარი ერთ გამოუქვეყნებელ კოლექციას, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნავარძეთში 1975 წელს საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავებისას აღმოჩენილა. იგი ქ. ჭიათურის მუზეუმში 1976 წელს შეუტანია ამავე სოფელში მცხოვრებს, გ. კაპანაძეს. ბრინჯაოს კოლექცია შედგება სამი ნივთისაგან: (1) ბრინჯაოს ცული; (2) ბრინჯაოს კოლხური ცული; (3) ბრინჯაოს სატევარი. სხვა მონაცემები ბრინჯაოს ნივთების აღმოჩენის ვითარებაზე არ მოგვეპოვება.

2026 ნომერი 42

მალხაზ ბარამიძის მეცნიერული მემკვიდრეობა

შეტანის თარიღი: 2026-10-10

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

მალხაზ ბარამიძე (1935-2015 წ.წ.) ქართული არქეოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელსაც განუზომლად დიდი ღვაწლი მიუძღვის, განსაკუთრებით კოლხეთის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურათა კვლევა-ძიებისა და შესწავლის საქმეში.

2026 ნომერი 42

მზის კულტი და მგელ-კაცები (ძაღლ-კაცები) ბრინჯაოს ხანის რიტუალურ იკონოგრაფიაში: ყარაშამბისა და თრიალეთის თასების, ტირინსის ოქროს საბეჭდავი ბეჭდისა და ალაჯა ჰუიუქის რელიეფების შედარებითი ანალიზი

შეტანის თარიღი: 2026-10-10

ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი

უძველესი ცივილიზაციების შესწავლისას, განსაკუთრებით ბრინჯაოს ხანაში, ხშირად ვხვდებით საერთო თემებსა და სიმბოლოებს, რომლებიც, მიუხედავად გეოგრაფიული და ეთნიკური განსხვავებებისა, კულტურულ და რელიგიურ ურთიერთკავშირებზე მიუთითებს. ეს სტატია ფოკუსირდება ოთხ, ერთი შეხედვით განსხვავებულ, მაგრამ ღრმა შინაარსობრივი კავშირების მქონე არტეფაქტზე, რომლებიც მოწმობს სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და ეგეოსის ზღვისპირეთის რეგიონებში არსებულ რწმენა-წარმოდგენების, რიტუალების, რელიგიური იდეების მსგავსებასა და გავრცელებაზე.

2026 ნომერი 42

აჭარა სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებიდან "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში" შეყვანამდე (1992. 6. 01 – 1994. 1. 03)

შეტანის თარიღი: 2026-10-10

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ნაშრომში აღწერილია საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება და მისდამი აჭარის ა.რ-ის ხელისუფლებისა და ეროვნულ ძალთა დამოკიდებულება; ბათუმში "აღორძინების კავშირის" საინიციატივო ჯგუფის შექმნა, მისი საქმიანობა და 1992 წლის 24 აპრილს "აჭარის აღორძინების სრულიად საქართველოს კავშირის" დაარსება, რომლის დევიზად გამოცხადდა "საქართველო უპირველეს ყოვლისა".
ա | բ | 1 | 2 | 3 | դ | գ
```