|
2002 ნომერი 6 ბრძოლა ბათუმის ოლქის საქართველოსთან საბოლოოდ შემოსაერთებლად შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე |
1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთი ანარქიამ მოიცვა. ამიერკავკასიის ხალხებმა სცადეს საკუთარი ძალებით გაეკვლიათ გზა და საკმაო ყოყმანის შემდეგ შექმნეს ამიერკავკასიის ფედერაციული სახელმწიფო საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შემადგენლობით. მაგრამ კარგად ცნობილი მოვლენების შედეგად აღნიშნულმა ფედერაციამ სულ რაღაც ერთი თვე იარსება და მის ადგილზე აღმოცენდა სამი სახელმწიფო, რომლებმაც 1918 წლის 25-26 მაისს დეკლარირება გაუკეთა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის დაწყებას. |
|
2002 ნომერი 6 ეთნომედიცინის საკითხისათვის იმერეთში შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: ლელა ნებიერიძე |
იმერეთში, საველე მუშაობის დროს, ჩვენი ყურადღება მიიქცია დაავადებამ, რომელიც იხსენიება "უჟმურის" სახელწოდებით. ეს დაავადება ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და თავისი სპეციფიკური ბუნებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და იწვევს მკვლევერთა შორის. პირველ რიგში, წარმოვადგენთ ჩვენს მიერ მოძიებულ მასალას, დაჯგუფებულს თემატური პრინციპით... |
|
2002 ნომერი 6 საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრების სტატუსი (ახ. წ. V-VI სს.) შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა |
საქართველოს შავიზღვისპირეთი ბიზანტიური სამყაროს სისტემაში ახ. წ. VI ს. 90-იან წლებში ჩაერთო. ზოგიერთი მკვლევარი ამ დროიდან ვარაუდობს საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრებში - ფასისში, აფსაროსში, პეტრაში, სებასტოპოლისსა და პიტიუნტში ბიზანტიური გარნიზონების ჩადგომას... |
|
2002 ნომერი 6 კოლხი მედეას იდენტიფიცირებისათვის სოხუმის სტელაზე შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: გელა გამყრელიძე |
ქალაქ სოხუმთან (შავი ზღვის სანაპიროზე) მდებარე ყურის ფსკერზე, მდ. ბესლეთის შესართავთან აღმოჩნდა მარმარილოს ბარელიეფიანი სტელა, რომელიც საფლავის ქვაა. მისი ზომებია 157x92x12 სმ. სტელა ძვ.წ. V ს. მეორე ნახევრით თარიღდება. ამჟამად სტელა ქ. სოხუმის მუზეუმში ინახება. |