ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2003 ნომერი 8

საქორწილო წეს-ჩვეულებების წარმომავლობის საკითხისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნელი ბრეგაძე

ოჯახისა და ქორწინების ზოგადი ისტორიის შესწავლისათვის მნიშვნელობა აქვს მათთან დაკავშირებულ ტრადიციებს, რომელთაგან საგანგებო ყურადღებას იპყრობს საქორწილო წეს-ჩვეულებები.



2003 ნომერი 8

დიმიტრი ბაქრაძის და მარი ბროსეს სამეცნიერო ურთიერთობისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ხათუნა ჯორბენაძე

გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა მარი ბროსემ 1847 წ. 19 აგვისტოდან 1848 წლის 23 ივლისამდე საქართველოში იმოგზაურა. მეცნიერის მოგზაურობის მთავარ მიზანს, საქართველოს ნახვა და მისი სიძველეების შესწავლა წარმოადგენდა. მოგზაურობის პერიოდში მ. ბროსეს მიზნად ჰქონდა დასახული, მის ხელთ არსებული ისტორიული ცნობების ადგილზე გადამოწმება და აგრეთვე ახალი საინტერესო დოკუმენტების მოძიება.



2003 ნომერი 8

ბ. კუფტინი და კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარების შესწავლა. პირველი ძეგლები, სადაც წარმოებული იქნა არქეოლოგიური გათხრები, ეს იყო ნაოხვამუ, ანაკლია I, ოჩამჩირე და დაბლაგომი. პროფ. ბ. კუფტინს, როგორც ცნობილია, მონაწილეობა არ მიუღია ნაოხვამუზე და ანაკლია I-ზე წარმოებულ სამუშაოებში. იგი მხოლოდ გაეცნო გათხრებს, დაათვალიერა ჭრილები და შეისწავლა ნივთიერი მასალა.



2003 ნომერი 8

კოლხური კულტურის ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვის ნაოხვამუს დათარიღებისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ჯონი აფაქიძე

ნაოხვამუს ბორცვი მდებარეობს ცენტრალურ კოლხეთში, კერძოდ, სენაკის რაიონში. მას ოვალური ფორმა ჰქონდა. მისი სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 1,5 მეტრს აღწევდა, მაქსიმალური დიამეტრი 60 მეტრი იყო. ბორცვს ირგვლივ ხელოვნური არხი უვლიდა. იგი 1933-1934 წლებში ითხრებოდა ა. ამირანაშვილი-ბოლტუნოვას, ს. მაკალათიასა და ფოთის მუზეუმის დირექტორის ვ. გოგოლიშვილის მიერ.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade