|
2003 ნომერი 9 საცხოვრისის ფენომენის ადგილის განსაზღვრისათვის ქართველი ერის ყოფასა და კულტურაში ძველად (მონოგრაფია) შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
ქართველი ერის (და ზოგადად კავკასიელ ერთა) მატერიალური და სულიერი კულტურის შესწავლის ისტორია, საბედნიეროდ, ასწლეულებს სწვდება. ჩვენს ხელთაა უმდიდრესი სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც წინამორბედთა თავდაუზოგავი შრომითა და დიდი რუდუნებითაა შექმნილი. განსაკუთრებული ეტაპი ქართულ ისტორიოგრაფიაში XX საუკუნის 30-აიანი წლებიდან დგება, როცა შექმნილი პოლიტიკური და იდეოლოგიური ვითარების პირობებში შემუშავდა და დაინერგა რიგი საკვალიფიკაციო სტეროეტიპებისა, რომელთა ფონზეც ხდებოდა ქართველი ერის (და ზოგადად ერის) ისტორიის და კულტურის შესწავლა - გასიგრძეგანება. |