ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

1999 ნომერი 1

მიმართვა ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს

შეტანის თარიღი: 2000-12-22

ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია

ძვირფასო დებო და ძმებო!
ჩეჩენ, ინგუშ და ქართველ ხალხებს შორის ძმობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს წინაპრებს არაერთგზის შეუშველებიათ ხელი ერთმანეთისათვის გასაჭირის დროს. გასაჭირი კი ხშირად დაგვტეხია თავს. კავკასიაში შემოსული ყოველი მტერი პირველ რიგში კავკასიელ მკვიდრ ხალხთა გათიშვას და მათ ცალ-ცალკე განადგურებას ცდილობდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა კავკასიელთა შეკავშირება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკვრა, რითაც მოხერხებულად სარგებლობდნენ დამპყრობლები.



1999 ნომერი 1

ქართველთა რელიგიური მოღვაწეობა კიევის სამთავროში

შეტანის თარიღი: 2000-12-22

ავტორ(ებ)ი: დავით სანდოძე

ქართველთა და უკრაინელთა ისტორიულ-რელიგიური და კულტურული ურთიერთობის შესახებ საინტერესო მასალა მოგვეპოვება, რომელიც ნათელს ჰფენს ამ ორი ხალხის თანაარსებობის მთელ რიგ საკითხებს. ისტორიულად ცნობილია, რომ IV საუკუნეში ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და მართლმადიდებელი ქართველი მოღვაწენი დიდ როლს ასრულებდნენ ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში, მათ შორის კიევის სამთავროშიც, რომელიც ქრისტიანულ სახელმწიფოდ X ს-ში იქცა.



1999 ნომერი 1

XII ს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი სამუელ ანეცის ცნობების მიხედვით

შეტანის თარიღი: 2000-12-22

ავტორ(ებ)ი: ნინო თორთლაძე

სამუელ ანეცი XII ს. სომეხი ავტორია. მისი თხზულება "ამონაკრეფი ისტორიკოსთა ნაწერებიდან" შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს საქართველოს შესახებ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დემეტრე I-ის მეფობის ხანის ამსახველი მასალა. მისი მნიშვნელობა დიდია, რადგან ამ პერიოდის ისტორია ქართულ წყაროებში სრულად არ არის ასახული. "ქართლის ცხოვრებაში" დემეტრეს მეფობა მხოლოდ "ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანეში" არის მოცემული ძალიან მოკლე ქრონიკის სახით.



1999 ნომერი 1

ქვემო ქართლის მტკვარ-არაქსის კულტურის ლოკალური თავისებურებანი

შეტანის თარიღი: 2000-12-22

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ცქვიტინიძე

ქვემო და შიდა ქართლის მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლთა შორის არსებული ლოკალური განსხვავებები უკვე კარგა ხანია მეცნიერთა ყურადღებას იმსახურებს. მრავალ მკვლევარს აქვს შესწავლილი კავკასიის ადრე-ბრინჯაოს ხანის ეს ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი. ამ მხრივ, სტატიაში, ალბათ ახალი არაფერი იქნება ნათქვამი, ეს არის ყველა ამ თავისებურების შეძლებისდაგვარად თავმოყრის ცდა და ჩვენს მიერ შესწავლილი ძეგლების მასალებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ წარმოჩენა კავკასიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის ამ ასპექტისა. ამჯერად განხილული იქნება მხოლოდ ქვემო და შიდა ქართლის ძეგლების ურთიერთდამოკიდებულების საკითხები.



1 | 2 | 3 | դ | գ
Powered by BootstrapMade