|
2010 ნომერი 22 ადრებრინჯაოს ხანის კოლექტიური გორასამარხები ივრისპირებიდან შეტანის თარიღი: 2011-11-11 ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი |
მდ. ივრის ზეგანზე კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ დღემდე გამოვლენილი და შესწავლილია ადრეული, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი, ერთ ათეულამდე გორასამარხი. ნაწილი გამოქვეყნებულია (მაშნაარი I და II, ზეიანის # 2), ნაწილი კი დღემდე გამოუქვეყნებელია. სამარხები იმითაცაა საინტერესო, რომ ყველა კოლექტიურია. ზოგ მათგანში ექვს ათეულამდე ადამიანია დაკრძალული. ამჯერად განხილული იქნება კაჭრეთის # 3, ოლეს (სოფ. მაღარო, სიღნაღის რ-ნი) და ტარიბანას # 1 გორა-სამარხები. |